განცხადება

06.06.2021
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 ივნისს დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 ივნისის 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ გერგეთს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.