შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 23 ივნისს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში, გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, შემოვლითი ხაზის აღდგენასა და ოდორანტის კვანძის განახლებას აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 ივნისის 11:00 დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ გურჯააანს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჭანდარს, ძირკოკს, ვეჯინს, ჩუმლაყს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.