განცხადება

29.06.2021

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 1 ივლისს "ყარადაღ- თბილისის " D 700 მმ_იანი მაგისტრალური გაზსადენის  484,0 - 506,8 კმ-ებს  შორის,   სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან  გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 ივლისს  6:00 დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ: შპს "ნასა+" _სს, შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა " ( ახალი სამგორი) და შპს "ტავ ურბან საქართველოს" ( აეროპორტი).

  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.