შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 ივლისს 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ: აჭარის რეგიონს და ასევე ურეკის, ლაითურის და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.