შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრელური გაზსადენის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული მაგისტრალი მდინარე თერგის შენაკადის ღვარცოფული მოვლენის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აუცილებელი გახდა რებილიტაციის განხორციელება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს "სოკარ ჯორჯია გაზი".