შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ გაზსადენზე, ავარიულ-აღდგენით სამუშაეობს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 ივლისს 4:00 დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ნადარბაზევი, ნაწრეტი, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, ახალშენი, ბერშუეთი, ზემო ახალსოფელი, ზემო სობისი, ზერტი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი, დოესი, უფლისციხე, ქვახვრელი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.