შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 12 აგვისტოს "ვლადიკავკაზ-თბილისის" D 700 მმ_იანი მაგისტრალური გაზსადენის 193.7კმ_ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 08:00 დან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, "ყამარი მ" _ს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს: მუხიანის აგარაკებს, ავშნის, ნუშის, მონადირის, გობრონიძის, ექიმების, ზღვის, ფრანგიშვილის, დაგილაძისა და ფირცხალავას ქუჩებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.