განცხადება

17.08.2021

შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს მუღანლოს გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 11:00 დან 14:00საათამდე  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ალგეთი, თაზაქენდი, საბირცენდი, ხუტორლეჟბანდინი, ფუთლიარი, ბაიდარი, გაჯისაქენდი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.