განცხადება

11.10.2021

შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 13  ოქტომბერს,  ბაკურიანის გაზგამანაწილებელ სადგურზე გეგმავს სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 10:00 დან 16:00საათამდე  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ბაკურიანის მომხმარებლებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.