შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მიმდინარე წლის 3 ნოემბერს "რუსთავი-თელავი- ჟინვალის" , 300მმ_იანი მაგისტრალური გაზსადენის 96.7კმ-სა და 108.8 კმ-ებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოხდა ახლადაშენებული 600 მეტრიანი 300მმ მილსადენის შეჭრა მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში.
ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს "სოკარ ჯორჯია გაზი."
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.