განცხადება

08.11.2021

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  გეგმავს, კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან  გამომდინარე მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  09:00 დან  17:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბაისუბანი, ბოლოკიანი, განთლება, განჯალა, გელათი, დავითიანი, დონა, ვარდისუბანი, ზემო გურგენიანი, ქვემო გურგენიანი, ზემო მსხალგორი, ქვემო მსხალგორი, ზემო ფონა, ქვემო ფონა, ზემო ხეჩილი თამარიანი, ქვემო ხეჩელი, თელა, კაბალი, კავშირი, კართუბანი, მაწიმი, მშვიდობიანი, ნაინდროვალი, ნაწისქვილარი, ნინიგორი, რაჭისუბანი, საქობო, სვიდება, უზუნთალა, ყარაჯალა, შეერთება, შრომა, ცოდნისკარი, წითელიგორი, ჭიაური, ხიზა, ხიზაბავრა, ჰერეთისკარი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.