განცხადება

22.11.2021

გაცნობებთ, რომ წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის 300მმ მაგისტრალური გაზსადენის  64-ე კმ.-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა მილსადენი. ამ ვითარების გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა დმანისსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს. შესაძლოა, შეფერხებები  შეიქმნას წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

აღნიშნული  პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური სამსახურები აქტიურად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება საუშაოების დასრულებისთანავე.