წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მ/გ-ზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

22.11.2021

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ  წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. კერძოდ,  პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური სამსახურების მიერ აღნიშნული მაგისტრალის  64-ე კმ.-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები  განხორციელდა. 

ბუნებრივი გაზის მიწოდებას შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს.