განცხადება

06.12.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამარჯვების გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს 09:00 დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გარდაბნის  მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას.

 

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.