განცხადება

26.06.2022

 გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ქუთაისი-სოხუმის D500მმ და აბაშა-სენაკის D700მმ მაგისტრალური გაზსადენების გადალაგებითი სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოებს შპს "ექსპრეს-სერვის 2008" შეასრულებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 28 ივნისის 10:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქვეშანჭალის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ,აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვიშანჭალა, გაუწყინარი, თხმელარი, პირველი მაისი, მარანი, მარანჭლა.

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.