განცხადება

05.07.2022

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 ივლისს 10:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.