რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

04.08.2022

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით. 

ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ეტაპობრივათ განახორციელებს შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.