გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გეგმავს, ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის რეკონსტრუქციას და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, თელავის მუნიციპალიტეტს და შემდეგ სოფლებს: გულგულას, ყარაჯალას, რუისპირს, ახატელს, იყალთოს, ნაფარეულს, ლაფანყურს, ვარდისუბანს, სანიორეს, არტანასა და ჯუღაანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.