განცხადება

21.02.2023

 გაცნობებთ, რომ  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ  სამუშაოებს    ახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის  22 თებერვლალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ამავე მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები.აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.

  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  გაზის მიწოდება შეეზღუდებათ,  ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აბასთუმანს, ალერტკარს, ანაკლიას, ახალ აბასთუმანს, ახალკახათს, ახალსოფელს, ბაღმარანს, ბაშს,განარჯიის მუხურს, დავითიანს, დარჩელს, დიდ ნეძს, დიდი ნეძის კახათს, ზედა ეწერას, ინგირს, კახათს, კიროვს, კოკის, კორცხელს,ნარაზენს, ნაცატუს, ნაწულუკს, ოდიშს,იორემს,ორსანტიას, ოფაჩხაფუს, ოქტომბერს, რიყეს, რუხს, ტყაიას, ურთას, უჩაშონას, შამადელას, შამგონას, ჩხორიას, ჩხოშუს (ოდიშის თემი), ჩხოშს (ცაიშის თემი), ცაიშს, ცაცხვისს, ჭაქვინჯს, ჭითაწყარს, ხეცერას, ხურჩასა და ჯუმს.

 ქალაქ ხობს და შემდეგ სოფლებს: ბულიწყურს, გურიფულს, დასახლებას, დღვაბას, ზემო ქვალონს, ზენს, თორსას, კუთხენოჯიხევს, ლარჩვას, ნაფოშტუს, ნოჩხონს, ნოჯიხევს, ოხვამეკარს, საბუკიოს, საკვიკვინიოს, საკუკავოს, საქირიოს, სახოჭოლავოს, ჭითაუშქურს, ჭიხუს, ხამისკურსა და ხეთას.

 ასევე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაზმომარაგებას.

 გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.