შპს"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ " გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 16.0კმ -ზე მილსადენის დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.