შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ , “ყარადაღ-თბილისის" დ 700 მმ-იანი მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.