განცხადება

13.05.2023

 გაცნობებთ, რომ წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის, მაგისტრალური გაზსადენის 62 კმ-სა  და 82 კმ -ებს შორის, გარეშე ორგანიზაციის მიერ მოხდა მილსადენის დაზიანება. რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდება დმანისის, მაშავერას განთიადისა  და ბოსლევის,  გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დმანისსა და მასში შემავალ სოფლებს: დალარს, იაღუფლოს, კამარლოს, შახნარლოს, პანტიანს, ქვემო ოროზმანს, ზემო ოროზმანს, ვაკეს, ბაზაქლოს, ამანლოს, მამიშლოს, საფარლისს, ტყისპირს, ირგანჩლოს,პატარა დმანისს, დიდ დმანისს, მაშავერას, ვარდისუბანს, ბოსლევს, აზკაკლანს, ტნუსს,განთიადს, ჯავახს, შინდლარსა და კიზილქილისას.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები იმყოფება ადგილზე, რათა უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას არსებული პრობლემა. გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.