გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული მაგისტრალის 36-ე - 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.