შპს "საქართველოს გაზი ტრანსპორტირების კომპანიამ" წითელი ხიდი-წალკა-ახალქალქის მ/გ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

06.08.2024

  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 

  ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.