გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ნავთლუღი-საგურამოს DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 27.28 კილომეტრზე, სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 20 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლელუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელუბანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.