რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ ზე სამუშაოები დასრულებულია

08.08.2025

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 211,8 და 212,0 კმ-ზე  კოროზირებული მილის ახლით შეცვლის სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.