გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 16 ივნისს კაჭრეთის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 16 ივნისის 11:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2589 აბონენტს, მათ შორის სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორს“.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.