გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მ/წ 6 ივლისს 06:00დან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალქი ზუგდიდი და სოფლები: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედაეწერი, ჩხორთა, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწყარო, ცაიში, ხეთერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, განჯმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძვი, კახათი, დიდი ნეძვის კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ნარაზრენი, იორემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა, ჯუმი,
ხობის მუნიციპალიტეტი: ხობი, ხეთა, პირველი მაისი, ხანისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხვი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.