მარნეულის გგს-ში ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდა

06.07.2022

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის - მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად  განახორციელებს  შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანია.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.