გაცნობებთ, რომ გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 16.0კმ -ზე გარეშეორგანიზაციის მიერ მოხდა მილსადენის დაზიანება. რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდება ხცისის, გომის, ხაშური 2 -ისა და ცხრამუხის ( ხაშური 1) გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. შესაძლებელია შეფერხება შეექმნას ბორჯომისა და ბაკურიანის გაზმომარაგებას. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები იმყოფება ადგილზე, რათა უმოკლეს ვადებში აღმოფხვრასარსებული პრობლემა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.