შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ოდორანტის კვანძის რეაბილიტაციისა და რედუცირების კვანძის განახლების სამუშაოები დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.