ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

26.06.2023

 გაცნობებთ, რომ  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 27 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 138,0-154,3 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 ივნისის 06:00-დან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ციხისძირის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.  კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანანურს, ციხისძირს, ცივწყაროს, პავლეურს,ზოტიკიანთკარს, შალიანთკარსა და ანანურის აგარაკებს.

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.