ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

27.06.2023

 შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ-იანი  მაგისტრალური გაზსადენის 138,0-154,3 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში  აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.