გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 18-19 ივლისს, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 194,2 კმ-ზე გადაუდებელ გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 18 ივლისის 12:00-დან 19 ივლისის 12:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, შპს „ყამარს“, ასევე სოფელ გლდანს, გლდანის მე-7 და მე-8 მიკროების მიმდებარე ტერიტორიას, გლდანის ტბის მიმდებარე დასახლებასა და მამკოდას მიმდებარე ტერიტორიას,
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.