გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვაყა-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 0-16 კილომეტრებს შორის დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აქედან გამომდინარე, მ/წ 14 აგვისტოს 06:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გომის, ხაშური 2-ის, ცხრამუხის, ცხისისა და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ხაშურს და ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ცხრამუხა,ბეკამი, სურამი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ოსიაური, აგარები, გომი, მიწობი, ჭალის უბანი, ხცისი, წრომი, ვაყა, ალი, და დიდი ფლევი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.