განცხადება

09.08.2024

 გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“,  რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კილომეტრზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. 

 აქედან გამომდინარე, მ/წ 14 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

 კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდებათ,  თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვედა ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია  ეტაპობრივად განახორციელებს.