​განცხადება

20.12.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, 2019 წლის 24 დეკემბერს, განხორციელდება, „ასპინძა-ახალციხე-არალის“ DN 200 მმ მაგისტრალურ გაზსადენში, ახლადაშენებული, „ადიგენი - გოდერძის“ DN 300 მმ, 33 კმ სიგრძის მონაკვეთის შეჭრითი სამუშაოები. შექმნილი ვითარების გამო, 24 დეკემბერს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აბასთუმინისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: აბასთუმანი, ბენარა, უნწა, ვარხანი, თხევაშენი, საღრძე, ხარჯამი, ადიგენი, უდე, არალი, კახარეთი, ლელოვანი, იმერთუბანი, იჯარეთი, ორგული, ასევე დაბა აბასთუმნისა და დაბა ადიგენის მოსახლეობას.