განცხადება

29.03.2021

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ყაზახ-საგურამოს DN-1000მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 მარტს,07:00 საათიდან, 31 მარტის 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს:  ლემშვენიერას, ჯანდარას, ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანგისს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.