განცხადება

31.05.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 2-3 ივნისს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 195.2 და 210 კილომეტრებზე არსებული კოროზირებული მონაკვეთები შეიცვლება ახლით.  რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.2- 210 კმ  მონაკვეთზე ასევე განხორციელდება პროფილაქტიკური სამუშაოები.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 2 ივნისის 08:00დან 3 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ჯერვალიძეები, ალაჭანი, წიკვრიანთკარი, საკრეჭიო, ზარიძეები, ხობცა, იარაჯულები.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.