გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 1 ივნისს სარბევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 ივნისის 10:00დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კვახჭირი, ოდილაური, გოდოგანი, ჭოგნარი, ნაგარევი, ბროლისქედი, ჭალასთავი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.