გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მ/წ-ის 18 ოქტომბრის 09:00 საათიდან 19 ოქტომბრის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების-ის მომხმარებლებს.
გაზის მიწოდების პროცესი ასევე შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო, ლემშვენიერასა და ჯანდარას.
ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.