გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ხსენებული მაგისტრალის 212.9 კილომეტრზე არსბულ მარეგულირებელი კვანძის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 13 სექტემბრის 06:00დან 15 სექტემბრის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გაზგამანაწილებელ სადგურ „ზარიძეების“ მომხმარებლებს, კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ალაჯანი, წიკვლიანთკარი, ჯერვალიძეები, საკრეჭო, ზარიძეები, ხობცა, იარაჯულები, ჯიჯეთი, ვერხველი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.