განცხადება

17.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 120.9 კილომეტრზე არსებულ სახაზო DN500მმ ონკანზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.