განცხადება
18.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 20 ივნისს პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 20 ივნისს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელი სადგურის: დაბა სტეფანწმინდის და სოფ.გერგეთის მომხმარებლებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.