განცხადება

18.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 20 ივნისს პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 20 ივნისს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ  სნოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ სოფ: აჩხოტის, სნოს, ახალციხის, ქოსელის, კალკუჩას და ჯუთას აბონენტებს. გაზმომარაგება შეეზღუდება ასევე საბაჟო ტერმინალს.
 საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.