განცხადება

24.06.2019
25 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განახორციელებს ,,ასპინძა - ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის მე-17 კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 25 ივნისს  09:00 საათიდან -14:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქალაქ ასპინძას და სოფლებს: ხიზაბავრას, საროს, დამალას, ალასტანს, ხანდოს, ვარევანს და კოკიოს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.