განცხადება

29.06.2019
1 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, განახორციელებს ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 194,0-197,0 კილომეტრებს შორის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 1 ივლისს 07:00 საათიდან -16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ: შპს ,,ყამარის“ , შპს ,,ენერგოკავშირის“ და შპს ,,ვარკეთილაირის“ აბონენტებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.