განცხადება
02.07.2019
4 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,საგურამო-ქუთაისის“ DN 700მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის 172-ე კილომეტრზე განახორციელებს კოროზიული 30 მეტრიანი მონაკვეთის შეცვლის სამუშაოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 4 ივლისს 04:00 საათიდან -13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ: სოფელ ზოვრეთს, ქვედა საზანოს, ტყლაპს, სასახლეს და შიმშილა ქედის აბონენტებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.