განცხადება

19.07.2019

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ   მაგისტრალური გაზსადენის ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო 23 ივლისს 06:00 საათიდან - 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ. ხაშურს და სოფლების: ხცისის, გომის, აგარების, ალის, ახალსოფლის, ვაყას, გოძისხილისყურის, სატივეს, დიდი სატივეს, პატარა სატივეს, პატარა ახალისოფლის, ოსიაურის, სურამის, ტაშისკარის, ქვიშხეთის, ბულბულისციხის, ცხრამუხისა და ტეზერის მოსახლეობას, აგრეთვე ოსიაურის სამხედრო ბაზას.