განცხადება
23.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო 25 ივლისს 06:00 საათიდან - 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ბერძენაულის, აბისის, აბისთავის, საციხეთის, აბანოს, აბანოსკოდას, ბრეძას, ატოცის, წვრინისის, გულიკაანის, კნოლევის, ცერონისის, უმანის, ავლევის, წაღვლის, ტკოცას, ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ყობის, ღოღეთის, ფცას, თამარაშენისა და ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობას.